Робота для біженців з України
კურიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერი
მომწოდებელი: კავკასუს როუდ პროჯექტი
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი
სამშენებლო კომპანია შპს "კავკასუს როუდ პროჯექტ"-ი საქართველოში ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას წარმოადგენს გზების მშენებლობის სფეროში. იგი 2005 წელს დაარსდა და სულ რამდენიმე წლის მანძილზე დარგის ლიდერად გადაიქცა. კომპანია მაღალკვალიფიციურ და პროფესიონალ კადრებზე დაყრდნობით აგრძელებს ახალი ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კოტე აფხაზის 44 (მეიდან პალასი).
განაკვეთი: არასრული (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, კვირაში დაახლოებით 5 (ხუთი) წერილის/კორესპონდენციის წაღება).

ანაზღაურება (საშემოსავლო გადასახადის გარეშე): 1000 (ათასი) ლარი.

** აუცილებელია ჰყავდეს მოპედი/მოტოციკლეტი.

პიროვნული მახასიათებლები:

**პასუხისმგებლობის გრძნობა;
**ორგანიზებულობა;
**პუნქტუალურობა;
**დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ 2024 წლის 20 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართზე: hr@crp.ge; სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე