Робота для біженців з України
კორპორატიულ მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიულ მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: სითიქომი
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
გვიხარია, რომ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით!

ჩვენს შესახებ:

"სითიქომი" სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცეა, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს, მეზობლობის სიმარტივესა და გამჭვირვალობაზე. ის წარმოადგენს ერთგვარ "ციფრულ ყულაბას", სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებს და ხარჯებს, დაიქირაო სასურველი სერვისების პროვაიდერები, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და თავი მოუყარო მეზობლებს ერთ სივრცეში.

"სითიქომში" ყოველთვის პრიორიტეტულია ჩვენი მთავარი სამეზობლო - სითიქომის გუნდი! პროფესიული განვითარების გარდა, აქ დაგხვდება მეგობრული გარემო, არასამუშაო საათებში საინტერესო აქტივობები და ბევრი გართობა!

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ პროაქტიულ, მოტივირებულ, ორგანიზებულ და დეტალების მიმართ ყურადღებიან გუნდის წევრს, რომელიც ორიენტირებული იქნება კორპორატიულ მომხმარებელთა მხარდაჭერასა და პრობლემების გადაჭრაზე, პროდუქტის შეთავაზებასა და გაყიდვის პროცესის წარმართვაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კორპუსის მენეჯერების პორტფელის მართვა. მათი მომსახურება შემომავალი ან/და გამავალი ზარების მეშვეობით;
** კორპუსის მენეჯერის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოთხოვნილი თანხების ავტომატურ გადარიცხვებში ჩანიშვნა;
** კორპუსის მენეჯერებისა და მომხმარებლისგან შემომავალი მეილების დამუშავება;
** სამეზობლოსთან დაკავშირებული ყველანაირი საჭირო ცვილების სისტემური და დოკუმენტური ასახვა;
** კორპუსის მენეჯერების მიერ დაფიქსირებული ადმინისტრაციული საკითხების შესრულება და მათი მხარდაჭერა. რეპორტის გაგზავნა; მეილზე დაფიქსირებული პრობლემის/საკითხის დამუშავება, კონტროლი და დროული მოგვარება;
** პრობლემურ მისამართებთან მოლაპარაკებების წარმოება, წამოჭრილი პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობა და მათ შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** ახალი კორპუსის მენეჯერების ონბორდინგი, პრეზენტაციის ჩატარება, ინსტრუქციების მიწოდება და აშ;
** არსებული მომხმარებლებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზება/გაყიდვა (upsell);
** კორპუსის სერვის პროვაიდერებისთვის ვებ გვერდზე განთავსების შეთავაზება/გაყიდვა; მათი ონბორდინგი, პრეზენტაციის ჩატარება, ინსტრუქციების მიწოდება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მომხმარებელთა მხარდაჭერის/ქოლ. ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;
** მომხმარებელთან სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაციის გამოცდილება;
** შიდა პროგრამაში მუშაობისა და ცვლილებების ასახვის გამოცდილება;
** გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სამუშაო დრო: 10:00-19:00. დასვენება: შაბათ-კვირა
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1100 ლარი + საბონუსე სისტემა
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა

მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი)
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

რეზიუმეს ასატვირთად გადმოდით ბმულზე: https://link.citycom.ge/corpmanager

გაცნობებთ, რომ სითიქომში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშაოთ, გავუზიაროთ მესამე პირ (ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე