Робота для біженців з України
ციფრული დეპარტამენტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული დეპარტამენტის მენეჯერი
მომწოდებელი: ედვაიზ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
"ედვაიზ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული დეპარტამენტის მენეჯერის თანამდებობაზე.

ჩვენ ვართ შპს ედვაიზ ჯგუფი - ერთ-ერთი წამყავნი სარეკლამო კომპანია და სტამბა, რომელიც 16 წელია წარმატებით ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენ გთავაზობთ, გახდეთ მზარდ კომპანიაში პროფესიონალთა გუნდის წევრი, სადაც გექნებათ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. Ჩვენთან დაგხვდებათ გამორჩეულად მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო.

ადგილმდებარეობა: თბილისი, გიორგი ბრწყინვალეს 60
კატეგორია: წარმოება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9:30 - 18:30 საათი,
ანაზღაურება: ფიქსირებული
ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება: დიახ

ძირითადი ფუნქციები:

** ციფრულ დეპარტამენტში პროცესების დაგეგმვა და კონტროლი
** ციფრულ დეპარტამენტიდან გასული პროდუქციის წარმოების კონტროლი
** ციფრულ დეპარტამენტში წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი.

ვის ვეძებთ:

** თუ გაქვს უმაღლესი განათლება;
** თუ გაქვს სარეკლამო სფეროში გამოცდილება (აუცილებელია)
** თუ ფლობდე საოფისე პროგრამებს ;

სასურველია, გქონდეს/იყო:

** დროის მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** განვითარებაზე ორიენტირებული
** პუნქტუალური, ორგანიზებული და მოწესრიგებული
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** გუნდური და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარიდან + ბონუსები

პ.ს. გთხოვთ თქვენი CV გამოაგზავნოთ მეილზე anuki@adwise.ge. დასახელებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე