დასახელება:
შეკვეთების ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
იაპონური რესტორანი ვასაბი
|
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
|
იაპონური რესტორანი "Wasabi-ვასაბი" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების ადმინისტრატორის პოზიციაზე.
უნარ-ჩვევები: პუნქტუალურობა, ენერგიულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური და/ან რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა
გამოცდილების არ მქონე პირებისთვის განიხილება ადგილზე შესწავლა და წარმატებულად თავის გართმევის შემთხვევაში დასაქმება.
მოვალეობები:
** შეკვეთების მიღება და პროგრამის კონტროლი
** მიღებული შეკვეთების დამზადების დროის კონტროლი, შეფუთვა და კურიერისთვის გადაცემა
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან კომუნიკაცია შეკვეთასთან დაკავშირებით
** ამ სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება
კომპანია გთავაზობთ:მეგობრულ გუნდში მუშაობას, განვითარების პერსპექტივას, კვებას, სახლამდე ტრანსპორტირებას.
გრაფიკი: 12:00-23:00. 2/2-ზე ან 4/2-ზე (განსხვავებული საათები) 1 საათი ოფიციალური შესვენება
ხელფასი: 70-75 ლარი სამუშაო დღე, მზარდი სახელფასო პროექტი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ СV ფოტოსურათით მითითებულ ელფოსტის მისამართზე info@wasabi.ge და გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|