Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=582759&print=yes&view=jobs
 
ბუღალტრის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: ედვაიზ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
"ედვაიზ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწეს თანამდებობაზე.

ჩვენ ვართ შპს ედვაიზ ჯგუფი - ერთ-ერთი წამყავნი სარეკლამო კომპანია და სტამბა, რომელიც 16 წელია წარმატებით ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენ გთავაზობთ, გახდეთ მზარდ კომპანიაში პროფესიონალთა გუნდის წევრი, სადაც გექნებათ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. Ჩვენთან დაგხვდებათ გამორჩეულად მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო.

ადგილმდებარეობა თბილისი, გიორგი ბრწყინვალეს 60
კატეგორია: წარმოება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9:30 - 18:30 საათი,
ანაზღაურება: ფიქსირებული
ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება: დიახ

ძირითადი ფუნქციები:

** უზრუნველყო ნედლეულისა და მასალების შეძენისა და პროდუქციის წარმოების საკითხებზე საჭირო დოკუმენტაციის დამუშავება / კონტროლი (მათ შორის პროგრამული აღრიცხვა);
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება, (სალაროს გასავლის ორდერები, ინვოისები, სასაქონლო ზედნადებები, ანგარიშფაქტურები)
** რეალიზაციის, ხარჯების, საბანკო ამონაწერების და სხვა საბუღალტრო ოპერაციების წარმოება საბუღალტრო პროგრამაში
** კომპანიის დებიტორების-კრედიტორების კონტროლი, შედარებების წარმოება
** თვის დახურვის პროცედურებში მონაწილეობის მიღება
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება პოზიციის გათვალისწინებით.

ვის ვეძებთ:

** თუ გაქვს უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით.
** თუ იცი საოფისე პროგრამები
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად)
** პროგრამა ბალანსის ცოდნა (აუცილებელი)

სასურველია, გქონდეს/იყო:

** დროის მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** განვითარებაზე ორიენტირებული
** პუნქტუალური, ორგანიზებული და მოწესრიგებული
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** გუნდური და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი

გელოდებით ჩვენთან:

გამოცდილება არ არის აუცილებელი, ადგილზე შეგასწავლით საქმეს.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსები

გთხოვთ თქვენი CV გამოაგზავნოთ მეილზე anuki@adwise.ge. დასახელებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია