Робота для біженців з України
მითერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მითერი
მომწოდებელი: ბოქსეტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ბოქსეტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზე ამანათების გაცემის პუნქტში.

"ბოქსეტ ჯორჯია" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიის ქართული წარმომადგენლობა, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას ამერიკიდან, თურქეთიდან და ჩინეთიდან.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 4

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
განაკვეთი: არასრული, 13:00-20:00 (შესვენება 1 საათი)
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელზე ასაღები ხელფასი 650 ლარი + ბონუსი

საქმიანობის აღწერა:

** ოფისში მოსული მომხმარებლების კოორდინაცია და დახმარება;
** საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის ნაცვლად ამანათის გაცემისთვის საჭირო პროცედურის პირადად შესრულება;
** დავალების სრულყოფილად შესრულების მიზნით უფლებამოსილ თანამშრომლებთან კოორდინაცია;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** კოლეგიალურობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

სამუშაო გამოცდილება:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ეს პოზიცია ღიაა ასევე სტუდენტებისთვის და ახალი კურსდამთავრებულებისთვის, რომლებიც ეძებენ პრაქტიკულ გამოცდილებას;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: s.chkhikvadze@boxette.ge. გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანია "ბოქსეტ ჯორჯია" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე