Робота для біженців з України
ბექ-ოფისის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბექ-ოფისის ოპერატორი
მომწოდებელი: Delivo
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
"დელივო" არის ამანათების მიწოდების სტარტაპ კომპანია, რომელიც სთავაზობს მოწინავე ტექნოლოგიების და ლოჯისტიკის სისტემის დანერგვის საშუალებით მომხმარებლებს სწრაფ და საიმედო ამანათების მიწოდების სერვისებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მიზანია შევქმნათ მარტივი, სწრაფი და თანამედროვე მიტანის სერვისი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდას.

"დელივო" აცხადებს ვაკანსიას ბექ-ოფისის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

ლოკაცია: დიდი დიღომი, ფარსადანის ქუჩა N10

ძირითადი მოვალეობები:

** საკურიეროში საფოსტო გზავნილების მიღება-დამუშავება და პროგრამულად აღრიცხვა;
** კურიერებზე განაწილება;
** მომხმარებლისაგან მიღებული გზავნილების დამუშავება და გაგზავნის ხელშეწყობა;
** დოკუმენტებისა და მონაცემთა ბაზების მართვა;
** კომპანიაში დანერგილ პროგრამებში მუშაობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი.
** MS Office პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** სამუშაოს დაგეგმვის და დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების და თვითგანვითარების უნარი;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

კომპანია გთავაზობთ:

** საინტერესო, ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ და მზარდ ანაზღაურებას;
** ანაზღაურება: 1100 ლარი
** დაზღვევას გამოსაცდელი ვადის შემდეგ;

სამუშაო განრიგი:

დილის ცვლა: I კვირა: ორშაბათი - პარასკევი: 09:00 - 17:30, შაბათი- 11:00-15:00 ან 13:30-17:30;
II კვირა: ორშაბათი-პარასკევი:13:30-22:00;
საღამოს ცვლა: ორშაბათი - შაბათი: 20:00 - 03:00

დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილებაც შეესაბამება მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. მისამართზე: vacancy@dflgroup.net არაუგვიანეს 18 ოქტომბრისა.

გთხოვთ, მიუთითოთ სათაურში პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

"დელივო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"დელივოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "დელივოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე