Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=582667&print=yes&view=jobs
 
სერვის ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ფეი უნიქარდი
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
"ფეი უნიქარდი" აცხადებს ვაკანსიას თბილისის სერვის ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კლიენტთა მიღება და მათი მომსახურება;
** სალაროს კონტროლი;
** კომპანიის სერვისების/მომსახურების მიწოდება დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
** კლიენტებთან ან/და მათ მომსახურებასთან დაკავშირებით წამოჭრილი პრობლემების ოპერატიულად და ეფექტურად მოგვარება;
** კომპანიაში არსებული პროდუქტებისა და პროცედურების სრულყოფილი ცოდნა და დაცვა;
** დოკუმენტაციის მომზადება/მოწესრიგება;
** კომპანიის შინაგანაწესის და კონფიდენციალურობის დაცვა კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება ან უმაღლესი;
** სამუშაო გამოცდილება კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
** ქართული სრულყოფილად;
** უცხო ენების ცოდნა - ინგლისური (B2);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველება, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** სისხარტე, ოპერატიულობა, პასუხისმგებლობა;
** თავაზიანობა, დელიკატურობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა;

სამუშაო გრაფიკი:

** სამუშაო ადგილი - თბილისი
** სამუშაო საათები - ცვლადი/მცოცავი (10:00-დან 16:00-მდე; 16:00-დან 22:00-მდე)

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (cv) გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: hr@unicard.ge . "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სერვის ცენტრის ოპერატორი.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს https://www.payunicard.ge/ გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი - კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/მონაცემები არის უტყუარი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას შპს "ფეი უნიქარდი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან.
შპს "ფეი უნიქარდი"-ს კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია