დასახელება:
სამედიცინო წარმომადგენელი
|
მომწოდებელი:
ფარმაცევტული კომპანია ნიუ ერა
|
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
|
ფარმაცევტული კომპანია "შპს ნიუ ერა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე ქ. ქუთაისში სახარჯი მასალების მიმართულებით.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება - ფარმაცია;
** სამუშაო გამოცდილება სამედიცინო წარმომადგენლობის სფეროში;
** პრეზენტაციის უნარი და კომუნიკაბელურობა;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილება;
** შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
მოვალეობები:
** სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით;
** ვიზიტის ფარგლებში პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა;
** შეკვეთების მიღება;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** ყოველდღიური - ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება- რეპორტინგი;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო საათები: 10:00-16:00 ორშაბათი-პარასკევი;
** შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და საბონუსე სისტემა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტო-სურათით შემდეგ ელ. მისამართზე: newera.georgia2019@gmail.com
გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|