Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება/ბუღალტრის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება/ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: ლევინგ
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
საბუღალტრო და აუდიტორული კომპანია "ლევინგ" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ეკონომიკური/ფინანსური/მათემატიკური განათლება;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამის კარგად ცოდნა: Word, MS Excel, PowerPoint, Outlook;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა: ORIS ბალანსი, 1C, FMG;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; რუსული აუცილებელია

პიროვნული თვისებები:

** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე, შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** სტაჟირება მოიცავს პრაქტიკულ ბუღალტერიას, კერძოდ:
** მცირე და საშუალო საწარმოების საერთაშორისო სტანდარტების შესწავლა;
** პირველადი დოკუმენტების აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში და დაარქივება;
** ყოველდღიური საბუღალტრო ჩანაწერების შესრულება;
** პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
** ყოველდღიურ დოკუმენტურ ინფორმაციასთან მუშაობა, საქმის წარმოება;

პირობები:

** სტაჟირების ვადაა 3 თვე (1 თვე უხელფასოდ და შემდეგი 2 თვე 300ლ.)
** 3 თვიანი სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კომპანია ლევინგში დასაქმება საქართველოში არსებული შრომითი კანონმდებლობის მიხედვით და ანაზღაურების გაზრდა;
** პროფესიული და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი;
** სტაბილური ანაზღაურება;
** სამუშაო ადგილი - ქ.თბილისი, წითლანაძის ქ. 7 (ყოფილი გორგასლის ქ.);

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ

მისამართზე: hrlevingaudit@gmail.com და სათაურში მიუთითეთ სტაჟირების დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე