Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=582582&print=yes&view=jobs
 
მბრუნავი ღუმელის ოპერატორი - სტაჟიორი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მბრუნავი ღუმელის ოპერატორი - სტაჟიორი
მომწოდებელი: ჰანიველ ცემენტი
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
თანდართული ფაილი: 582582_2024___Application_Form_GE___2__1833184.zip
ახალი "ჰანიველ ცემენტი" ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასგან საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. "ჰანიველ ცემენტი" კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად "ჰანიველ ცემენტი" ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

ახალი "ჰანიველ ცემენტი" ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასგან აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას რუსთავის ცემენტის ქარხანაში მბრუნავი ღუმელის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: რუსთავი, მშენებელთა ქუჩა 70.
სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობა, კვირაში არა უმეტეს 40 საათისა
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

** კლინკერის გამოწვის ხაზის მოწყობილობების გამართული მუშაობის კონტროლი;
** ღუმელის წინაგამახურებლის და კლინკერის მაცივარში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესის კონტროლი;
** უზრუნველყოს მაღალი ხარისხის კლინკერის გამოშვება დაბალი სათბობ- ენერგეტიკული დანახარჯებით;
** წარმოებაში დადგენილი ქიმიურ-ტექნოლოგიური პარამეტრების დაცვა ლაბორატორიასთან კომუნიკაცია;
** კლინკერის მაცივრის მაღალ-ეფექტური მუშაობა;
** ღუმელის კორპუსის ტემპერატურის კონტროლი;
** დაესწროს შრომის უსაფრთხოების სწავლებებს და გამოიყენოს მიღებული ცოდნა სამუშაოს უსაფრთხო შესრულებისთვის;
** კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია პროფესიული ან უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** ტექნოლოგიური პროცესის სრულყოფილი ცოდნა;
** ნედლეული მასალების ფიზიკური სპეციფიკაციის ცოდნა;
** სამართავი აგრეგატების პარამეტრების ცოდნა;
** სიახლეებთან სწრაფად ადაპტირების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

არსებული ბენეფიტები და შესაძლებლობები:

** ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად;
** კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას;
** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
** უფასო ტრანსპორტირებას სამსახურამდე, რუსთავის მასშტაბით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელმისამართზე: vacancy@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - მბრუნავი ღუმელის ოპერატორი (რუსთავი)

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც "ჰანიველ ცემენტისთვის" ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, "ჰანიველ ცემენტის" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰანიველ ცემენტმა" შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

"ჰანიველ ცემენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია