Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=582526&print=yes&view=jobs
 
კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: HSE Group
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
"HSE Group" არის შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2016 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. HSE Group თანამშრომლობს წამყვან ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან. კომპანიის მიზანია შრომის უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება, პარტნიორ კომპანიებში უსაფრთხო სამუშაო სივრცის შექმნა, მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება როგორც ქვეყნის კანონმდებლობაზე, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: http://hsegroup.ge/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბამბის რიგი N:7
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00

სამუშაოს აღწერა:

** ონლაინ და სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ მომხმარებელთან;
** ეფექტური კომუნიკაციის ორგანიზება: პოტენციურ მომხმარებელთან (შეხვედრების დაგეგმვა/გამართვა, მომსახურების შეთავაზება/პრეზენტაცია);
** პოტენციურ ან არსებულ კომპანიებთან კომუნიკაცია;
** მომხმარებლის მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი სერვისის შეთავაზება;
** მომხმარებლებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება;
** ახალი მომხმარებლების მოძიება/მოზიდვა;
** გაყიდვების გეგმისთვის ხელშეწყობა, შესრულება;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** CRM-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე პროგრამების MS Office ცოდნა.

პიროვნული უნარები და მახასიათებლები:

** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** სწორი, გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად და სწორად გადანაწილების უნარი;
** პასუხიმგებლიანი;
** განვითარებაზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებული ხელფასი 1500 - 2500 ლარის რეინჯში, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე + ბონუსი;
** განვითარებაზე ორიენტირებულ და მეგობრულ გუნდს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** კორპორატიულ ნომერს.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: hr@hsegroup.ge

გთხოვთ გაითვალისწინოთ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ შპს "ეიჩეს ჯგუფი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

შპს "ეიჩეს ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია