Робота для біженців з України
სტიუარდი - ჭურჭლის მრეცხავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტიუარდი - ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: სასტუმრო პარაგრაფ თბილისი
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
სასტუმრო "Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel, Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას სტიუარდის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობა: სასტუმროში არსებული სამზარეულოების და მიმდებარე სივრცეების დასუფთავება

მოთხოვნები:

** მოცემულ სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კარგი ორგანიზაციული უნარები
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი
** პიროვნული მოწესრიგებულობა
** ფიზიკური შრომისთვის/დატვირთვისთვის მზადყოფნა

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მეილზე: HRtbilisi@paragraphhotels.com

ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ სათაურში.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების გზით.

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით შპს "პარაფგრაფ თბილისი სითი" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს-მ "პარაფგრაფ თბილისი სითი" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს-ში "პარაფგრაფ თბილისი სითი" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის მისამართზე ლ.გუდიაშვილის ქ. 2, ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე HRtbilisi@paragraphhotels.com.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე