Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=582502&print=yes&view=jobs
 
ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ზიონი
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
კომპანია "Tsur group" არის ებრაულ-ქართული ჰოლდინგი. ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2020 წლიდან. ჰოლდინგში გაერთიანებულია სხვადასხვა განხრით მოწინავე კომპანიები.
ჰოლდინგში შემავალი კომპანიებია: შპს "არომაკო", შპს "ბიზნეს ლაბორატორია", შპს "ნამი 8", შპს "ინოტეკი", შპს "ლალინი", შპს "ბი იო", შპს "ზიონ ორანჟერია".

ჰოლდინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე https://tsur-group.com/en

სამშენებლო კომპანია "ზიონის" გუნდში ველით ახალ წევრს ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე

ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციის მიხედვით).
სამუშაო გრაფიკი: სრული.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass

მოვალეობები:

** მიღებული პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა (მოცულობის, რაოდენობის, საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა და ა.შ.);
** შესრულებული/შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
** საინჟინრო ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება;
** ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების დაგეგმილ ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;
** სამუშაოების შესაბამისი დოკუმენტაციების წარმოებისა და ხელმძღვანელობასთან წარდგენის უზრუნველყოფა;
** საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დავალებების მაღალხარისხიანად შესრულება და კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად სტაჟირებისათვის შერჩეული პირებისთვის პრაქტიკული საქმიანობის შესწავლა/დატრენინგებაში ჩართულობა;
** ხელმძღვანელ პირებთან პერიოდული რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა

თუ ამ ყველაფერს იზიარებ და გინდა ჩვენი გუნდის წევრი გახდე, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@tsur-group.com და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია