Робота для біженців з України
HR და ადმინისტრაციული სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR და ადმინისტრაციული სპეციალისტი
მომწოდებელი: ქსელური სუპერმარკეტი
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
ქსელური სუპერმარკეტი აცხადებს HR და ადმინისტრაციული სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაზისუბანი (ჰუალინგის ბიზნეს ცენტრი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00
ანაზღაურება: 800-1200ლ
დაზღვევა: უფასო
ხელფასის დარიცხვა: თვეში ორჯერ

ძირითადი მოვალეობები:

** ** შერჩევის სრული ციკლის კოორდინაცია და უზრუნველყოფა (ვაკანსიის გამოქვეყნება, რეზიუმეების გადარჩევა, ინტერვიუს დანიშვნა, ე.წ. short list-ის ფორმირება, გადაწყვეტილების მიღება და შეთავაზების გაზიარება, ონბორდინგი);
** ტალანტების მოზიდვისთვის ეფექტური არხების განსაზღვრა/გამოყენება;
** კანდიდატების სარეზერვო ბაზის შექმნა;
** პერსონალთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება / დაარქივება;
** მონაცემთა ბაზის მუდმივ რეჟიმში განახლება (თანამშრომელთა რეგისტრაცია, დანიშვნა, დაწინაურება, დაქვეითება, ხელფასის ცვლილება, გათავისუფლება…) და შესაბამისი ბრძანებების წარმოება;
** შვებულებების, მივლინებების, გაცდენების და დასწრების აღრიცხვა / კონტროლი ;
** საათობრივი აღრიცხვის ფორმის წარმოების კონტროლი;
** სხვადასხვა დოკუმენტაციის (ბრძანება, ცნობა, განცხადება...) მომზადება;
** HR მიმართულების კვლევებსა და შეფასებებში მონაწილეობის მიღება (მაგ. თანამშრომელთა კმაყოფილება, გამოსაცდელი ვადის შეფასება და ა.შ.);
** თანამშრომლებისთვის სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში ჩართულობა;
** უშუალო ხელმძღვანელის დახმარება და მისი მითითებით ცალკეული სამსახურებრივი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) (სავალდებულოა);
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება.

პიროვნული თვისებები:

** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ინიციატივებისა და ახალი იდეების შემუშავება/დანერგვის უნარი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

ადგილზე დაგხვდებათ გუნდური და მეგობრული გარემო.

გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნოთ თქვენს შესახებ ინფორმაცია შემდეგ მეილზე info_pm@inbox.ru. დანიშნულებაში მიუთითეთ "HR და ადმინისტრაციული სპეციალისტი" ან დაგვიკავშირდეთ მობილურზე სამუშაო საათებში - 09:00-18:00 სთ-მდე: 557 666 428
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე