Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=582438&print=yes&view=jobs
 
სტაჟირება ბეტონის ქარხნის ლაბორატორიაში - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება ბეტონის ქარხნის ლაბორატორიაში
მომწოდებელი: ჰანიველ ცემენტი
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
ახალი "ჰანიველ ცემენტი" ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯიასგან საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში, ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

ახალი ჰანიველ ცემენტი ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯიასგან აცხადებს სტაჟირებას ქ. ბათუმში არსებული ბეტონის ქარხნის ლაბორატორიაში, დასაქმების პერსპექტივით.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
სტაჟირების განმავლობაში ანაზღაურება: მოლაპარაკებადი
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-6 თვე (შემდგომი დასაქმების და განვითარების პერსპექტივით)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტებიდან ბეტონის სინჯების ავტომობილით ტრანსპორტირება ქარხანაში და ანალიზების ჩატარებაში მონაწილეობის მიღება.
** ქარხანაში შემოსული სხვადასხვა ნედლეულის ფიზიკურ-მექანიკური პარამეტრების შემოწმება მენტორის დახმარებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამშენებლო სფეროში
** სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა
** MS Office მუშაობის გამოცდილება

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი

არსებული ბენეფიტები:

** საქმიანობის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილის შესწავლა
** ტრენინგები სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად
** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევა საუკეთესო პირობებით

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@cement.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სტაჟიორი ლაბორატორიაში (ბათუმი).

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

"ჰანიველ ცემენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია