Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=582427&print=yes&view=jobs
 
IT სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: ITF
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია "ITF"-ი აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ძირითადი მოთხოვნები და მოვალეობები:

** საოფისე კომპიუტერების/ლეპტოპების (MS Windows, Mac სისტემების და პროგრამების) ინსტალაცია, შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** პარტნიორ ობიექტებთან კონტაქტი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით; პრობლემების შემთხვევაში ადგილზე მისვლა და დახმარება;
** პერიფერიული მოწყობილობების (ქსელური პრინტერი, სკანერი და სხვა) ინსტალაცია და გამართვა.
** კომპიუტერების, პრეფიერიული მოწყობილობების და სხვა ტექნიკის ლოკალურ დონეზე დიაგნოსტიკა/ტესტირება, დაშლა/აწყობა, მოწყობილობების შეცვლა/დამატება. საჭიროების შემთხვევაში სერვის ცენტრში გაგზავნა.
** სტანდარტული და სპეციფიური პროგრამების, ანტივირუსის ინსტალაცია
** კომპიუტერების დიაგნოსტიკა, ვირუსებისგან გაწმენდა;
** შიდა ქსელის, ინტერნეტის და სისტემების ტექნიკურად და პროგრამულად გამართვა
** თანამშრომელთათვის კომპიუტერულ ტექნიკასა და პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა (როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურად); მომხმარებლების კონსულტაცია.
** მომხმარებლების კომპიუტერების/ლეპტოპების დომენში (Active Directory) გაწევრიანება. დომენის მომხმარებლის დამატება და უფლებების მინიჭება.
** თანამშრომლის სამუშაო ადგილის ტექნიკური გამართვა, მოწყობა, როგორც ძირითად ლოკაციაზე, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ლოკაციებზე
** სამეთვალყურეო კამერების ტექნიკური მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში, მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტექნიკური ხარვეზის გასწორება, ახალი კამერის მონტაჟი/დამატება და მასთან დაკავშირებული ყველა ტექნიკური სამუშაოს შესრულება, როგორც ძირითად სამუშაო ადგილზე, ასევე სხვა ლოკაციაზე მდებარე ოფისში.
** IP ტელეფონებთან მუშაობის გამოცდილება (მონტაჟი/კონფიგურაცია);
** IP კამერებთან მუშაობის გამოცდილება (მონტაჟი/კონფიგურაცია);
** ქსელურ მოწყობილობებთან (როუტერი, კომუტატორი, WiFi მოწყობილობები) მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული და სხვა საჭირო ფაილების შენახვა და აღდგენა;
** უცნობ პრობლემებში სწრაფად გარკვევა და პრობლემის დროული აღმოფხვრა;
** თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფად ათვისება და დანერგვა;

აუცილებელი სამუშაო გამოცდილება:

** IT სპეციალისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სხვადასხვა ბრენდის პერიფერიულ მოწყობილობებთან (პრინტერი, სკანერი და სხვა.) მუშაობის გამოცდილება.
** მომხმარებლების კომპიუტერების/ლეპტოპების დომენში გაწევრიანება. დომენის მომხმარებლის დამატება და უფლებების მიცემა.
** სხვადასხვა ბრენდის სათვალთვალო კამერებთან მუშაობის გამოცდილება.
** ქსელურ მოწყობილობებთან (როუტერი, კომუტატორი, WiFi მოწყობილობები) მუშაობის გამოცდილება.
** სხვადასხვა ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

სხვა მოთხოვნები: ინგლისური ენის კარგ დონეზე ცოდნა

უნარები:

** ხარისხზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მოწესრიგებული;
** კომუნიკაბელური;
** მოტივირებული;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV თანდართული ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@itforce.ge; 2024 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია