Робота для біженців з України
პიცის მცხობლის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პიცის მცხობლის დამხმარე
მომწოდებელი: კაფე-რესტორანი სტრადა
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
რესტორნების ქსელი "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას პიცის მცხობლის დამხმარის პოზიციაზე.

რესტორნების ქსელი "სტრადა" 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზრზე. "სტრადა"-ს მენიუში შეხვდებით ევროპული და აზიური სამზარეულოს კერძებს, რომლებიც შექმნილია შეფ-მზარეულების საერთაშორისო გუნდის მიერ. ჩვენთან წარმოდგენილი ყველა კერძი, მზადდება მაღალი ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს: https://www.stradacafe.ge/

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;
** სასურველია მზარეულის დამხმარედ მუშაობის გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული ტექნოლოგიური ბარათის მიხედვით საცხობი ნახევარფაბრიკატების მომზადება/დამუშავება;
** პიცის დროული მომზადება შეკვეთების შესაბამისად;
** მის პასუხისმგებლობაში არსებული პროდუქციის კალკულაციის დათვლა;
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "პიცის მცხობელი".

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე