Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=582396&print=yes&view=jobs
 
დღის ცენტრის/შინ მოვლის პროგრამის სპეციალური მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დღის ცენტრის/შინ მოვლის პროგრამის სპეციალური მასწავლებელი
მომწოდებელი: პირველი ნაბიჯი საქართველო
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
ააიპ "პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას დღის ცენტრისა და შინ მოვლის პროგრამის სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე.

"პირველი ნაბიჯი" ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

სპეციალური მასწავლებელი ახორციელებს წრის სასწავლო პროგრამას, მონაწილეობს რეაბილიტაცია-აბილიტაციის გეგმის განხორციელებაში, ხელს უწყობს ბენეფიციარების სოციალურ ინტეგრაციას, თანამშრომლობს დღის ცენტრის მულტიდისციპლინურ გუნდთან და ბავშვების მშობლებთან.

სპეციალური მასწავლებელი შინ მოვლის პროგრამის ფარგლებში ბინაზე ახორციელებს ვიზიტებს და მომსახურებას უწევს მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბენეფიციარებს, კერძოდ, აკეთებს შეფასებას, გეგმავს ფუნქციური უნარ-ჩვევების განმავითარებელ მიზნებსა და აქტივობებს.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური სასწავლო პროგრამის განხორციელება. წამყვანი სპეციალური მასწავლებლის მიერ შემუშავებული პროგრამიდან გამომდინარე, საჭირო მასალის მომზადება-მოძიება;
** წამყვან სპეც მასწავლებელთან და დამხმარე პედაგოგთან ერთად სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიღება;
** რეაბილიტაცია აბილიტაციის მიზანზე მუშაობისათვის საჭირო წინასწარ შედგენილი ცხრილებით და პროგრამებით ხელმძღვანელობა;
** დღის ცენტრის ბენეფიციარების ტრანსპორტში აცილების უზრუნველყოფა (მიკროავტობუსამდე მიცილება, საფეხურებზე ასვლაში დახმარება, წონასწორობის დაცვაში დახმარება)
** დღის ცენტრის ტერიტორიაზე ბენეფიციარების უსაფრთხოების უზრუნველყოფა
** დღის ცენტრის სტანდარტით გათვალისწინებული ძალადობისგან დაცვის ღონისძიებების განხორციელება
** რ/ა მიზანზე მუშაობა წამყვანი სპეციალური მასწავლებლის მონიტორინგით;
** დღის ცენტრების სტანდარტით გათვალისწინებული ნორმებით რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამის წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
** ბავშვების შეფასებაში მონაწილეობის მიღება (კითხვარის, ცხოვრების სტილის გამოკითხვა);
** სოციალური ინტეგრაციის პროგრამის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, თემატური გასვლითი გაკვეთილების დაგეგმვა განხორციელება, სეზონური ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება.

ცოდნა, კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება სპეციალური განათლების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება მომიჯნავე სფეროებში/პროგრამებში;
** მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა დღის ცენტრებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ ინფორმირებულობა.

უნარები და თვისებები:

** ბავშვებისა და მოზარდებისადმი პატივისცემა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.

შესარჩევი კადრების რაოდენობა: 1
სამუშაო დატვირთვა: არაუმეტეს 40 საათისა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 7 ოქტომბერი.

გთხოვთ მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია