Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: სოლოფარმი
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
სფეროში ლიდერი კომპანია "სოლოფარმი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

კომპანიის პროფილია - უპირატესად სამედიცინო, პროდუქცია და იგი მოიცავს პროფესიონალურ სადეზინფექციო და სასტერილიზაციო საშუალებებს, სტერილიზაციისთვის საჭირო სახარჯ მასალებს და სტერილიზაციის პროცესების ტესტსისტემებს. პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე კანდიდატს უნდა გააჩნდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება.

CV-ებით შერჩეული კანდიდატები გაივლიან სწავლებას 5 დღის განმავლობაში, რომლის დასრულების შემდგომ ტესტირების შედეგების მიხედვით მოხდება კანდიდატის დანიშვნა ჯერ სამთვიანი გამოსაცდელი ვადით, შემდგომ ხანგრძლივი კონტრაქტით.

ფიქსირებული ხელფასი: 1300 ლარი (ხელზე ასაღები) 1 წლის დიაპაზონში აუცილებელი ზრდის პერსპექტივით, საბონუსე სისტემა, ულიმიტო სასაუბრო დრო + 100 ლარი (კვების) (შენიშვნა - გამოსაცდელ პერიოდში არ იმოქმედებს საბონუსე სისტემა)

სამედიცინო წარმომადგენელს ევალება ყოველდღიურ რეჟიმში დილის 9:00-დან საღამოს 6 საათამდე (შუალედში 1 საათიანი შესვენებით) ვიზიტები წინასწარ დაგეგმილ ლოკაციებზე, პროდუქციის პრეზენტაცია. (დამატებით დეტალები გასაუბრებისას)

გამომდინარე იქიდან, რომ ოფისი მდებარეობს დიდ დიღომში მე-3 მ/რ-ში, სასურველია კანდიდატი ახლოს ცხოვრობდეს.

CV ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად, PDF ფორმატში, წარმოდგენილ უნდა იქნას ელ-ფოსტაზე: solopharms@yahoo.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599 23 08 05.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე