Робота для біженців з України
სამღებროს ოპერატორის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამღებროს ოპერატორის თანაშემწე
მომწოდებელი: ელ+
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "ელ +" აცხადებს ვაკანსიას სამღებროს ოპერატორის თანაშემწის პოზიციაზე ქარხანაში, საქმის ადგილზე შესწავლით.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის #126
სამუშაო გრაფიკი: 08:00-17:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

შ.პ.ს. "ელ+" (http://www.elplus.ge/) წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და სწრაფად მზარდ კომპანიას სახანძრო უსაფრთხოების სფეროში. "ელ+" ფლობს საწარმოს რომელიც აღჭურვილია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური დანადგარებით სადაც იწარმოება:

** სხვადასხვა ტიპის ცეცხლმედეგი კონსტრუქციები და ფასადები
** სხვადასხვა ტიპის ცეცხლმედეგი კარი
** ცეცხლმაქრები
** სახანძრო კარადა
** სტელაჟები
** სხვა მეტალის მსუბუქი კონსტრუქციები და რთული დეტალები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მსგავს სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** დეტალებისადმი ყურადღება;

ანაზღაურება: 1300-1500 ლარიდან (შესრულებული სამუშაოს მიხედვით)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@elplus.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ტელ: 593923983

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე