Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სკოლა პროექტორი
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
საგანმანათლებლო ცენტრი "სკოლა პროექტორი" ეძებს ადმინისტრატორს - კომუნიკაციის, ცხრილებისა და დოკუმენტაციის ღმერთს.

ამისთვის დაგჭირდებათ:

** ინგლისური, ქართული და რუსული ენების ცოდნა (სამივე ენის ცოდნა აუცილებელი პირობაა, თავისუფალი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია. სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე სამივე ენა დაგჭირდებათ აუცილებლად);
** დოკუმენტების მოწესრიგებისა და მათი სტრუქტურირების სიყვარული;
** თავაზიანად საუბრის უნარი;
** მრავალფუნქციურობა;
** კომპიუტერული უნარების თავისუფლად ფლობა;
** ამოცანის გააზრებისა და დეტალების დაზუსტების უნარი.

სამუშაო გრაფიკი არის ძალიან ზომიერი 10:00-18:00, ხშირად კი 16:30-მდეც. ამ სამუშაოს აქვს სეზონური პიკები - სასწავლო წლის დასაწყისი, დასასრული და ზაფხული - როდესაც ადმინისტრაციის მთელი გუნდი მუშაობს სრული დატვირთვით.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, საირმის ქ. 39.

ხელფასი შეადგენს ხელზე 1200-1400 ლარს თვეში, კვალიფიკაციის მიხედვით. აღნიშნულ თანხაში არ შედის გადასახადები, ასევე გთავაზობთ სამედიცინო დაზღვევის დაფარვას.

გვყავს არაჩვეულებრივი, ახალგაზრდა, ხალისიანი გუნდი. მენეჯმენტი ჭკვიანი და პატივმოყვარე, ყოველთვის მზად არის დაგეხმაროთ ნებისმიერ საკითხში.

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე info@p-s.ge-ზე და სათაურში მიუთითოთ "Administrator". ასევე, მიუთითოთ ყველა თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში წერილები შესაძლოა სპამში აღმოჩნდეს და, შესაბამისად, ვერ ვნახოთ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე