Робота для біженців з України
პაციენტთა უკუკავშირის კვლევის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პაციენტთა უკუკავშირის კვლევის ოპერატორი
მომწოდებელი: VIVO Medical Group
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
ვივო მედიქალ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას პაციენტთა უკუკავშირის კვლევის ოპერატორის პოზიციაზე.

სამედიცინო ცენტრების გაერთიანება "Vivo Medical Group" 2016 წლიდან აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ სამედიცინო ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო, ზ.ანჯაფარიძის I შეს. N6
სამუშაოს გრაფიკი: 8 საათიანი, კვირაში 5 სამუშაო დღე
ანაზღაურება: 600 ლარი გამოსაცდელი სამი თვის განმავლობაში, შემდეგ 800 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტთა უკუკავშირის პროცესის წარმოება და ანალიზი
** ყოველთვიური ანგარიში ხელმძღვანელობასთან
** პაციენტთა უკუკავშირის კითხვარის დამუშავება, მართვა
** პაციენტთათვის უკუკავშირის კითხვარების დადგენილ ვადებში მიწოდება
** შესაბამისი ბაზების წარმოება დამუშავება (Excel, PowerPoint)
** სრულყოფილი სატელეფონო და წერილობითი კონსულტაცია მომხმარებლებთან
** საჭიროების შემთხვევაში, მიღებული ზარის კონკრეტულ დეპარტამენტთან გადამისამართება
** სრულყოფილი სატელეფონო და წერილობითი კონსულტაცია მომხმარებლებთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება / სტუდენტი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - სასურველია;
** ქართულ ენაზე გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
** უცხო ენა საკომუნიკაციო დონეზე - ინგლისური/რუსული;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, PowerPoint, Word)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ქოლცენტრის ოპერატორი".

მადლობას დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე.

კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე