Робота для біженців з України
ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორი - ფოთი, ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: სმარტ ფინანსი
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
შპს მისო "სმარტ ფინანსი" აცხადებს კონკურსს ვაკანტურ პოზიციაზე ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორი. (ფოთი, ქუთაისი)

სამუშაო ადგილი: ფოთი, ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი: 19:00 საათიდან 9:00 საათამდე (14 საათი)
ყოველ მეორე დღეს (თვეში 15 სამუშაო ღამე)

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** მომხმარებელთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;

ძირითადი მოვალეობები:

** ძვირფასი ლითონების მიღება, შეფასება;
** სალომბარდე სესხების გაცემა;
** ფულადი გზავნილების, კონვერტაციების განხორციელება;
** კომუნალური გადახდების შესრულება;

ანაზღაურება ხელზე ასაღები: 1050 ლარი + ბონუსები გეგმებიდან, წლიური პრემირების სისტემა, სამედიცინო დაზღვევა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@smartfin.ge.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე