Робота для біженців з України
უფროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
"ევექსი" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში.

კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.

ვებგვერდი: https://evex.ge/ka/
Facebook: https://www.facebook.com/evexclinics/

შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: სრული, სტანდარტული

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვაში ჩართულობა;
** კრედიტორული და დებიტორული ვალდებულებების სისწორის კონტროლი და შედარების აქტების გაფორმება;
** საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება;
** საპენსიო სააგენტოს ვალდებულების დარიცხვა; საპენსიო გადარიცხვების დეკლარირება და სქემიდან ამორთული თანამშრომლების იდენტიფიცირება;
** სახელფასო, საბონუსე, საშვებულებო და სხვა ხელფასთან გათანაბრებული ვალდებულებების დარიცხვა წარმოდგენილი ფაილების საფუძველზე;
** საგადასახადო ვალდებულებების (საშემოსავლო, მოგება, დღგ) დარიცხვა;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ACCA-ს საკვალიფიკაციო ხარისხი;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;

ჩვენთან შენ მიიღებ:

** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
** 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
** 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა "ნიუ დენტში"
** ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი, 2024 წელი

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/ufrosi-bugalteri/717

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე