Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=582151&print=yes&view=jobs
 
საწარმოს თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწარმოს თანამშრომელი
მომწოდებელი: Domino`s Pizza
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
"დომინოს პიცა" (Domino`s Pizza) ამერიკული მრავალეროვნული პიცის სარესტორნო ქსელია, რომელიც დაარსდა 1960 წელს და დღემდე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას.

საქართველოში წარმოდგენილია 2015 წლიდან და აერთიანებს შვიდ ფილიალს. კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატს.

გთავაზობთ დასაქმების რეალურ შესაძლებლობას.

ვაკანსია: საწარმოს თანამშრომელი
ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი, კოსტავას 74;
გრაფიკი: სრული გრაფიკი 5/2 (ცვლიანობის განრიგი)
ანაზღაურება: 900 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ცომის მომზადება სპეციალური აპარატის მეშვეობით; დაჭრა-აწონვა.
** საჭიროების შემთხვევაში ბოსტნეულის და ხორცეულის დაჭრა;
** დანადგარების და მაცივრების კონტროლი.
** პროდუქტის მიღება/დასაწყობება;
** კომპანიის ჰიგიენისა და სხვა შიდა სტანდარტების დაცვა;
** ყოველდღიური დოკუმენტაციის (ფორმების) წარმოება საჭიროების შემთხვევაში;
** თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურება;
** გრძელვადიანი თანამშრომლობა განვითარების პერსპექტივით.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: natia.matcharashvili@dominospizza.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "საწარმოს თანამშრომელი".

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 329 886

ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ჯეოპიცამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.
პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობასთან დაკავშირებით მოგვწერეთ ამავე ელ. ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია