Робота для біженців з України
მაღაზიის მენეჯერი - Massimo Dutti - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი - Massimo Dutti
მომწოდებელი: Cenomi Retail Georgia
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
"Cenomi Retail" მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.

"Cenomi Retail" 30-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Marks & Spencer, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Sergent Major, Monsoon, Zippy, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთi, მერანი მოლში და Grand Mall ბათუმში.

"Cenomi Retail" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმი, Massimo Dutti, Grand Mall.

განსახორციელებელი საქმიანობა:

** მაღაზიაში მიმდინარე პროცესების მართვა, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი;
** მაღაზიის პერსონალის ეფექტური მართვა და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** მაღაზიაში პროდუქციის მარაგისა და ასორტიმენტის დროულად მიღების, სავაჭრო დარბაზში განთავსებისა და დასაწყობების კონტროლი;
** მაღაზიის პერსონალის მუდმივი გადამზადება, განვითარება, შეფასება, თანამშრომლების მოტივაციის ამაღლება და პროდუქტიულობის მაქსიმალურად გაზრდა;
** ყოველთვიური გაყიდვების გეგმის მიღწევის ორგანიზება, გაყიდვების ამსახველი ანგარიშის წარმოება;
** ყოველდღიური სალარო ოპერაციებისა და უსაფრთხოების ზომების შესაბამისობის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PPT);

უნარ-ჩვევები:

** გუნდის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი;
** სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი;

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** კორპორატიულ დაზღვევას
** წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: cvgeo@cenomi.com. გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება: მაღაზიის მენეჯერი - ბათუმი, Massimo Dutti, Grand Mall.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე