Робота для біженців з України
ექსპერტი - საბჭოს კვლევის მეთოდოლოგია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსპერტი - საბჭოს კვლევის მეთოდოლოგია
მომწოდებელი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
"საია" აცხადებს კონკურსს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამაში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის კვლევის მეთოდოლოგიისა და კვლევის შედარებითსამართლებრივი ნაწილის მოსამზადებლად ექსპერტის პოზიციაზე

საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის მიზანია, ქვეყანაში ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის მისაღწევად სისტემური ცვლილების ადვოკატირება და დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების ხელშეწყობა.

2024 წელს საიამ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად (სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი და სტუდია მონიტორი) ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის - "სასამართლო რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის ხელშეწყობა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მრავალმხრივი ქმედებით ფასილიტაცია" დაიწყო. პროექტის ფარგლებში საია, სხვა აქტივობებთან ერთად, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებით მოამზადებს კვლევას.

კონკურსის მიზანია ექსპერტის შერჩევა იუსტიციის უმაღლესი სკოლის კვლევის მეთოდოლოგიისა და კვლევის შედარებითსამართლებრივი ნაწილის მოსამზადებლად.

პროექტის ვადა - 2024 წლის 1 ოქტომბერი - 31 დეკემბერი.
პროექტის ფარგლებში ექსპერტის ჰონორარი შეადგენს 1600 ევროს ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში (დარიცხული).

ექსპერტი იმუშავებს არასავალდებულო თავისუფალი გრაფიკით, თუმცა პასუხისმგებელი იქნება წინასწარ გაწერილ ვადაში გაწიოს მომსახურება.

ექსპერტის ძირითადი ფუნქციაა მოამზადოს კვლევის მეთოდოლოგია იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებით, ასევე საიას მართლმსაჯულების გუნდის ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით მოამზადოს კვლევის შედარებითსამართლებრივი ნაწილი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება, მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი სამართალში;
** სამართლებრივი კვლევების წერის გამოცდილება;
** სასამართლო სისტემის შესახებ ცოდნა;
** გამართული წერა და მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე (ინგლისურის დონე C1).

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სამუშაოს ორგანიზების უნარი;
** შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
** კრიტიკული ანალიზის, პრობლემების პროაქტიულად გამოვლენის და ოპერატიულად კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში ორგანიზებული მუშაობა.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

** რეზიუმე (CV);
** მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
** აპლიკანტის მიერ წარსულში მომზადებული წერილობითი ანალიტიკური დოკუმენტი, რომელიც საუკეთესოდ გამოავლენს კანდიდატის უნარ-ჩვევებს (სასურველია ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე);

ეტაპები:

** პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
** მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება;

საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია უფლებას იტოვებს დაიბაროს კანდიდატი შერჩევის დამატებით ეტაპებზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ ელ. ფოსტის მისამართზე - vacancy@gyla.ge, subject: ექსპერტი

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!
შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს მომსახურების ხელშეკრულებას.

ელექტრონული განაცხადის მიღების საბოლოო ვადაა 2024 წლის 30 სექტემბერი, 18:00 სთ.
საკონტაქტო პირი ვაკანსიასთან დაკავშირებულ შინაარსობრივ საკითხებზე: თამარ ხუხია tkhukhia@gyla.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე