Робота для біженців з України
კონსულტანტ-გამყიდველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტ-გამყიდველი
მომწოდებელი: ნუგბარი
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
ტრადიციული ქართული ტკბილეულის კომპანია "ნუგბარი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ-გამყიდველის პოზიციაზე მელიქიშვილის გამზირზე მდებარე "ღვინის ქარხანაში" განთავსებულ სავაჭრო ჯიხურში.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება
** პროდუქციის თაროებზე განთავსება
** ფასების, იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება
** მაღაზიაში სისუფთავის და ჰიგიენური ნორმების დაცვა
** სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა
** დღის ჭრილში რეალიზებული პროდუქციის აღრიცხვა/ანგარიშგება

მოთხოვნები:

** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** თავაზიანი მომსახურების უნარი
** გამოცდილება კონსულტანტ-გამყიდველის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.

პირობები:

** კონკურენტული ანაზღაურება (ფიქსირებული + ბონუსი)
** კომფორტული სამუშაო გარემო

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე vacancy@nugbari.ge არაუგვიანეს 2024 წლის 16 ოქტომბრისა. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კონსულტანტი ღვინის ქარანაში".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე