Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ბენე ჯგუფი
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
კომპანია "ბენე ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე:

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
** პირველადი დოკუმენტების დამუშავება/შემოწმება/დაარქივება;
** დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი;
** შემოსავლების და ხარჯების პროგრამულად ასახვა;
** სხვადასხვა სახის ინფორმაციის და რეპორტების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** 1C, ORIS პროგრამების ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@benegroup.ge, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით.

კომპანია განახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და დადგენილი სტანდარტებით; პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება მხოლოდ კანდიდატის კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და სხვა მოთხოვნილი მახასიათებლების ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და ინახება კომპანიაში არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას და დამუშავდეს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე