Робота для біженців з України
ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალფა
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
"ალფა დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 16
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული სამსახურების ფუნქციონირების და პროცესების ანალიზი, პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, დანერგილი რეკომენდაციების მონიტორინგი;
** კომპანიის ხარისხის მართვის პოლიტიკის/სტანდარტის შემუშავება და განხორციელება;
** კომპანიის მიერ დასახული ხარისხის მართვის და მაჩვენებლების კონტროლი;
** კანონებთან და რეგულაციებთან, ასევე შიდა სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
** მონიტორინგის გაწევა შესრულების ინდიკატორებისა (KPI) და ხარისხის საზომებისათვის;
** კონკრეტული ხარისხის კრიტერიუმების/ინდიკატორების ჩამოყალიბება და პერიოდული მონიტორინგი;
** ხარისხის გაუმჯობესების კუთხით პერსონალის ტრენინგებისა და სწავლებების უზრუნველყოფა;
** მესამე პირების მიერ (მომსახურე კომპანიები) გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** მომსახურების ხარისხის დონის მუდმივი მონიტორინგი/შეფასება/უკუკავშირი რეკომენდაციების სახით;
** კომპანიაში მიმდინარე პროცესების ანალიზის შედეგად გამოვლენილი საჭიროების გაუმჯობესების ღონისძიებების დასახვა და დანერგვა;
** მომხმარებელთა კმაყოფილების შეფასების სისტემების შემუშავება, დანერგვა, განხორციელების კოორდინირება, შესაბამისი რეპორტისა და რეკომენდაციის მომზადება;
** ხარისხის სისტემის და შიდა პროცესების ეფექტურობის პერიოდული შეფასება და ანალიზი, მისი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით;
** დეპარტამენტის ქვეშ დაქვემდებარებული ადამიანური რესურსების მართვა;
** კომპანიაში შემოსული ელექტრონული, წერილობითი და სატელეფონო შეტყობინებაზე რეაგირების და უკუკავშირის პროცესის მონიტორინგი. მაკონტროლებელ ორგანოსთან შესაბამისი ანგარიშგების მომზადების კოორდინირება, შიდა რეპორტის და რეკომენდაციის მომზადება;
** მომხმარებელთა კმაყოფილების შეფასების სისტემების შემუშავება, დანერგვა, განხორციელების კოორდინირება, შესაბამისი რეპორტისა და რეკომენდაციის მომზადება;
** კომპანიის მიმდინარე სტრატეგიულ პროცესებში მონაწილეობა პროფილური ან არაპროფილური მიმართულებით;
ანგარიშგება გენერალურ დირექტორთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, იურიდიული, სამედიცინო ან ჯანდაცვის მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენის ცოდნა.

უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ანალიზის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** დაგეგმვის უნარი;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე hralpha@alpha.ge და Subject-ში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე