Робота для біженців з України
ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლა
მომწოდებელი: USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
"USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა" აცხადებს კონკურსს ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლის მონაწილეთა შესარჩევად.

ამ ინიციატივაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის (გარდა I და II სემესტრის სტუდენტებისა) საფეხურის სტუდენტებს.

სამუშაო ენაა ქართული და ინგლისური. მონაწილეს მოეთხოვება ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

სკოლა გაიმართება ქალაქგარეთ (კახეთში ან ბორჯომში) 2024 წლის 17-20 ოქტომბერს, რომელსაც გაუძღვებიან სამართლის ქართველი და უცხოელი ექსპერტები. სკოლაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს გაიღებს პროგრამა.

სკოლაში მონაწილეობის მისაღებად 2024 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინოთ:

** სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (300-დან 500 სიტყვამდე);
** სათანადო წესით დამოწმებული ნიშნების ფურცელი;
** ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
** საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი).

მონაწილეების შერჩევა მოხდება 2 ეტაპად:

** მიღება და განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

საკონკურსო განაცხადის მიღების პერიოდი: 26 სექტემბრის ჩათვლით.

კონკურსის შედეგად შეირჩევა 30 სტუდენტი ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა გთხოვთ მოთხოვნილი დოკუმენტები გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: mgobronidze@ewmi.org
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე