Робота для біженців з України
კარდიოლოგი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კარდიოლოგი
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს კარდიოლოგის ვაკანსიას თელავის ფილიალში.

თელავის ფილიალში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს "ავერსის კლინიკა".

სამუშაო ადგილი: ქ. თელავი, ვ. სეხნიაშვილის N3

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიკაციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კლინიკაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების მიხედვით;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** შესაბამისი სერტიფიკატი;
** პროფესიული კლინიკური გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge. ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!

https://www.aversiclinic.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე