Робота для біженців з України
მოლარე-რეგისტრატორი - სენაკი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-რეგისტრატორი
მომწოდებელი: დიომედი აფხაზეთი
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
სამედიცინო ცენტრი "დიომედი +" სენაკის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-რეგისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. სენაკი, სამედიცინო ცენტრი "დიომედი +" სენაკის ფილიალი, ტაბიძის ქ. # 71.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების რეგისტრაცია პროგრამაში და შესაბამისი ფინანსური მონაცემების დროულად ასახვა;
** პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება კომპეტენციის ფარგლებში ან გადამისამართება შესაბამის პირთან;
** პაციენტების ექიმთან ან სხვადასხვა ტიპის გამოკვლევაზე წინასწარ ჩაწერა და შიდა პროგრამაში ასახვა;
** პაციენტების მომსახურებასთან დაკავშირებული სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება და არქივაცია/შენახვა შიდა პროცედურების გათვალისწინებით.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (word, Excell);
** გამართული საუბრის უნარი;

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-17:00)
ანაზღაურება: 500 ლარი + ბონუსი.

ჩვენი მისამართია: ქ. სენაკი, ტაბიძის # 71.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე: diomedigeo@gmail.com
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31/09/2024

სამედიცინო ცენტრი "დიომედი" აერთიანებს 11 სამედიცინო დაწესებულებას (პოლიკლინიკებს) საქართველოს 3 რეგიონში: თბილისი, იმერეთი, სამეგრელო.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისთვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 1 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე