Робота для біженців з України
დამლაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრი
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
სსიპ "მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი" აცხადებს ვაკანსიებს დამლაგებლის პოზიციაზე.

დამლაგებელი (4 ვაკანსია).

დამლაგებლის ფუნქციას წარმოადგენს თეატრში არსებული შემდეგი სივრცეების დალაგება/დასუფთავება:

** თეატრის მთავარი და მცირე სცენა;
** თეატრის შემოსასვლელი სივრცეები (ფოიე);
** თეატრის შიდა დერეფნები და სხვა სავალი სივრცეები;
** ადმინისტრაციული და ტექნიკური თანამშრომლების ოთახები;
** დეკორაციისა და რეკვიზიტის შესანახი სივრცეები;
** თეატრის შიდა და გარე ფანჯრები;
** სველი წერტილები;
** თეატრის ცენტრალური და დამატებითი შემოსასვლელების მიმდებარე ტერიტორია;
** და სხვა, კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე სამუშაოების შესრულება.
** თეატრის სივრცეების დალაგება/დასუფთავების სამუშაოები გადანაწილებული იქნება 4 დამლაგებელზე ისე, რომ 4 დღეში ერთხელ, თითოეულ მათგანს მოუწევს დღის განმავლობაში თეატრში სრულად ყოფნა (მორიგეობა)

უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალობა;
** ფიზიკური მდგრადობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** კეთილგანწყობა
** ასაკი: 18 წლიდან 60 წლამდე

ანაზღაურება: 600 ლარი (კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით)
სამუშაო გრაფიკი: არასტანდარტული, საჭიროების შესაბამისად

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, 2024 წლის 26 სექტემბრამდე გამოაგზავნოთ თქვენს შესახებ ინფორმაცია ელ. ფოსტაზე: info@tumanishvilitheatre.ge ან მოიტანეთ თეატრის შენობაში მისამართზე: თბილისი, დ. აღმაშენებელის გამზირი 164.

შეკითხვების შემთხვევაში ან ვაკანსიის თაობაზე ინტერესის ტელეფონის მეშვეობით დასაფიქსირებლად, გთხოვთ დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: 551 279 579 ან 599 899 913
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე