Робота для біженців з України
ორგანული ხარისხის მართვის უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ორგანული ხარისხის მართვის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: არომაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
კომპანია არომაპროდუქტი/Georgia`s Natural 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.

ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა, და ა.შ.

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე http://www.georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე georgias natural

არომაპროდუქტი/Georgia`s Natural ეძებს გუნდის ახალ წევრს ორგანული ოპერაციების და ხარისხის მართვის დეპარტამენტში ორგანული ხარისხის მართვის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: დ. გურამიშვილის გამზირი 17 მ
სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:30, დასვენება შაბათი-კვირა

ფუნქცია მოვალეობები:

** ორგანული ხარისხის მართვის სტანდარტების შესაბამისად (EU/NOP/JAS/KOC/TOS) წარმოების პროცესებთან დაკავშირებული ჩანაწერების, ფაილების და დოკუმენტაციების მართვა;
** დოკუმენტაციის შედგენასა და იმპლემენტაციაში მონაწილეობის მიღება;
** დოკუმენტების რეგისტრაციის, გავრცელების, ამოღების და დაარქივების პროცესის მართვა სტანდარტების შესაბამისად;
** შიდა და გარე აუდიტში მონაწილეობის მიღება;
** ხელმძღვანელის უშალო დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სურსათისა და კვების ტექნოლოგიის მიმართულებით;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (მინიმუმ B2-C1);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;

უნარები:

** ანალიზის უნარი;
** პასუხისმგებლიანი;
** ორგანიზებული;
** აკურატული;
** დეტალებზე ორიენტირებული.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელ.ფოსტაზე career@georgiasnatural.com და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება: ორგანული ხარისხის მართვის უმცროსი სპეციალისტი.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "არომაპროდუქტი"-ს მიერ (ს/ნ: 200002362; იურ. მის.: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. N17მ, საფოსტო ინდესი: 0192) საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე. ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით მონაცემთა გაზიარების შემთხვევაში, სავალდებულოა ყველა ველის შევსება. არასრული შევსების შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: career@georgiasnatural.com

ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე