Робота для біженців з України
კომუნის ლიდერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომუნის ლიდერი
მომწოდებელი: აჭარა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
პროექტი "რადიო ქალაქი" აცხადებს ვაკანსიას კომუნის ლიდის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბარბარე ბაირამაშვილი 3 (მუხიანი)
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** შიდა პროგრამის მონიტორინგი და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მყისიერი ჩართულობა მოგვარების მიზნით;
** ოთახებში საკანცელარიო ნივთების მარაგების შემოწმება;
** ოთახებში ტექნიკის გამართულად ფუნქციონირების კონტროლი, ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტებთან მყისიერი კომუნიკაცია და მოგვარება;
** კაფეტერიის გამართულად მუშაობის მონიტორინგი (ყავის აპარატი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მაცივარი და ა.შ.)
** სივრცის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** სტუმრებისთვის დახმარების გაწევა პროფაილების შექმნის პროცესში;
სტუმრებთან პოზიტიური ურთიერთობის დამყარება და შენარჩუნება;
** მომხმარებლებისთვის დახმარების გაწევა სხვადასხვა საკითხებში, სოფტის მუდმივი მონიტორინგი;
** წევრების მხრიდან დაფიქსირებული კომენტარების და მოთხოვნების ანალიზი, შესაბამისი დეპარტამენტის ინფორმირება და შესრულების მონიტორინგი;
** არსებული და არააქტიურ მომხმარებლების მხრიდან უკუკავშირის მიღება;
** დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება;
** არსებულ წევრებს შორის კომუნის არსის გაძლიერება და შენარჩუნება;
** საჭიროების შემთხვევაში სამუშაო სივრცეების ტურის დაგეგმვა და ჩატარება;
** საჭიროების შემთხვევაში დ ბლოკის წევრების დარეგისტრირება დისტანციურად;
** უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ ინფორმაციის ფლობა და შენობის უსაფრთხოების გეგმის ცოდნა;
** ინციდენტებთან დაკავშირებით ჩანაწერების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@dblock.com 2024 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით.

გთხოვთ, "სათაურის ველში" მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე