Робота для біженців з України
დამხმარე ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: დეტექტი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "Detect" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

შპს "დეტექტი" მაღალკვალიფიციურ სამონტაჟო ჯგუფებსა და გამოცდილ პერსონალს აერთიანებს. კომპანია მუდმივად მიისწრაფვის ინოვაციებისა და განვითარებისაკენ. ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო სივრცეს და ინდივიდუალურ გარემოს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი N73
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: გამოცდილებიდან გამომდინარე

პასუხისმგებლობები:

** შემოსავლების სამსახურის საიტზე მუშაობა RS.ge
** საბუღალტრო გატარებების წარმოება
** ხელფასების, ბონუსების აღრიცხვა
** ოპერაციების პროგრამული ასახვა კომპანიის პროცედურების შესაბამისად
** საბუღალტრო დოკუმენტაციასთან მუშაობა პროგრამაში-ORIS 7
** დახარჯული მასალების ყოველთვიური ჩამოწერა
** სხვა მსგავსი საბუღალტრო ოპერაციების შესრულება
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში, საბუღალტრო სფეროში
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** საბუღალტრო პროგრამა ORIS7-ის ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე და საბუღალტრო პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Excel)
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
** RS.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება

პიროვნული უნარები/კომპეტენციები:

** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** მოწესრიგებულობა

ბენეფიტები:

** ფიტპასი
** დაზღვევა

კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:

** CV-ის განხილვა
** გასაუბრება

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@detect.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "დამხმარე ბუღალტერი-ოპერატორი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე