Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი - თბილისი მოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: კურაკურა
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
სასაჩუქრე მაღაზიათა ქსელი "კურაკურა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე თბილისი მოლისთვის.

ვეძებთ ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი, იმუშაოს ხალისიან გარემოში და შექმნას მომხმარებლისთვისაც სასიამოვნო გარემო.

არ გვაქვს განსაკუთრებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

გვჭირდება შრომისმოყვარე ადამიანი, რომელსაც სურვილი აქვს, დააგროვოს ცოდნა და გამოცდილება მუშაობის პროცესში.

სასურველი მოთხოვნები:

** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება
** უცხო ენების მხოლოდ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

პიროვნული უნარები:

** აქტიური
** მონდომებული
** მხიარული
** ხალისიანი და ენერგიული
** ინიციატივის გამოჩენა

ანაზღაურება: ფიქსირებული 675 ₾ + ბონუსები
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი (დღეში 6 საათი, ან 12 საათი).
სამუშაო ადგილი: თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: contacts@kurakura.ge

ტელეფონი: 555501493

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 10.10.2024

გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე