Робота для біженців з України
საბანკო გადარიცხვების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბანკო გადარიცხვების ოპერატორი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 13 ოქტომბერი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (https://www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას საბანკო გადარიცხვების ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საბანკო გადარიცხვების განხორციელება;
** დებიტორ-კრედიტორების ბაზის კონტროლი, შემდგომი ფინანსური ოპერაციების განხორციელების მიზნით;
** კომუნალური ხარჯების კონტროლი და ანგარიშსწორება;
** საბანკო ამონაწერების დამუშავება;
** საბანკო ტრანზაქციებთან დაკავშირებული რეპორტების აწყობა და ანალიტიკა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსური მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება - შეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით
** სამუშაო გრაფიკი - სრული

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 13 ოქტომბერი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "საბანკო გადარიცხვების ოპერატორი".

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე