Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Delog
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
"Delog" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში.

მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

კომპანიის შესახებ:

"Delog"-ი არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, საერთაშორისო გადაზიდვებისა და ლოჯისტიკის სფეროში, რომელიც გამოირჩევა მრავალწლიანი გამოცდილებით და ბაზარზე შესანიშნავი რეპუტაციით. ის მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ ლოგისტიკურ გადაწყვეტილებებს და ცდილობს მუდმივად გააუმჯობესოს მომსახურება.

ამჟამად, ვეძებთ ნიჭიერ და ამბიციურ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც დაგვეხმარება გავაფართოოთ ჩვენი მომხმარებლების ბაზა და ავიყვანოთ ჩვენი ბიზნესი განვითარების შემდეგ, უფრო მაღალ, საფეხურზე.

პასუხისმგებლობები:

** ახალი მომხმარებლების აქტიური ძიება და მოზიდვა;
** მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება და შენარჩუნება;
** კომერციული წინადადებებისა და მოლაპარაკებების შემუშავება;
** დოკუმენტაციასთან და ანგარიშგებასთან მუშაობა: ხელშეკრულებების გაფორმება, შესრულებული სამუშაოს და მიზნების მიღწევის ანგარიშების შენახვა

რას ველით:

** გამოცდილება გაყიდვებში, სასურველია საერთაშორისო გადაზიდვების ან ლოჯისტიკის სფეროში.
** კარგი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი.
** შედეგისთვის მუშაობისა და დასახული მიზნების მიღწევის უნარი.
** ინგლისური ენის ცოდნა (სხვა ენები ჩაითვლება უპირატესობად).
** CRM სისტემებთან და თანამედროვე გაყიდვების ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტული ანაზღაურება (გამოცდილებიდან გამომდინარე)
** გამართული საბონუსე სისტემა
** პროფესიული განვითარების პერსპექტივები
** მეგობრული გუნდი და პოზიტიური სამუშაო გარემო.
** თანამედროვე საოფისე და მოქნილი სამუშაო გრაფიკი (ჰიბრიდი შეთანხმებით).

როგორ მოგვმართოთ:

თუ მზად ხართ გახდეთ ჩვენი წარმატებული გუნდის წევრი და წვლილი შეიტანოთ კომპანიის განვითარებაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: INFO@DELOG.GE-ზე სათაურით: "გაყიდვების მენეჯერი"

შეუერთდი Delog-ს და გახდი წარმატებული გუნდის ნაწილი!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე