Робота для біженців з України
შესყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელის ასისტენტი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
"ბიბლუსი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელის ასისტენტის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კატეგორიების ჯგუფის ხელმძღვანელთან ერთად პროდუქციის არჩევაში ჩართულობა;
** კატეგორიების ჯგუფის ხელმძღვანელის მითითების საფუძველზე სხვადასხვა ინფორმაციის მომზადება და დამუშავება;
** მომწოდებელთან კონტაქტი, დამტკიცებული შეკვეთის განთავსება;
** ახალი მომწოდებლებისა და პროდუქციის მოძიება;
** მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად აქტიური მუშაობა პროდუქციის შექმნასა და პრომოციაზე;
** დიზაინერთან და მხატვრებთან ერთად აქტიური მუშაობა;
** გამოკითხვების ჩატარება ფოკუს ჯგუფთან;
** ლოჯისტიკაში ჩართულობა, შესაბამისი დოკუმენტებით უზრუნველყოფა
** განავითაროს ახალი პროდუქტები გაზარდოს ასორტიმენტი და ხარისხი არსებული რეგულაციების დაცვით;
** ითანამშრომლოს პროცესის ყველა თანამონაწილესთან დადგენილი ნორმების მიხედვით;.
** პასუხისმგებლობა შესაბამისი პროცედურების დროულად და ეფექტიანად აღსრულებაზე;
** ასორტიმენტის გაზრდა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისურის ცოდნა (B1 დონეზე);
** რუსულის ცოდნა საშუალოდ;
** საოფისე პროგრამების Microsoft Excel- საბაზისო ცოდნა;
** პრეზენტაციების აწყობა power point-ში;

პიროვნული მახასიათებლები:

** კონცეფციის უნარი;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მქონე;
** პირადი ზრდისკენ სწრაფვა;
** სწრაფად და ინტენსიურად მუშაობის უნარი;
** მუშაობის მძაფრ რიტმთან გამკლავების უნარი.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@biblusi.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (შესყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელის ასისტენტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე