Робота для біженців з України
ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილების უფროსი ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილების უფროსი ექთანი
მომწოდებელი: ლიდერმედი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 28 სექტემბერი
კლინიკა - "ლიდერმედი" აცხადებს ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილების უფროსი ექთნის ვაკანსიას.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოხუას 21
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე 09:30-17:30, შაბათს - ნახევარი დღე - 09:30 -15:30
ანაზღაურება: 1500 ლარი, ხელზე ასაღები

ძირითადი მოვალეობები:

** საექთნო პროცესის ყველა ეტაპის მეთვალყურეობა და მონიტორინგი;
** სამკურნალწამლო საშუალებების დადგენილი წესით გამოყენებაზე კონტროლი;
** ექიმების დანიშნულების ზუსტი შესრულება;
** ექიმების მიერ დანიშნული მანიპულაციების ზუსტი შესრულება;
** სასტერილიზაციო მასალის დროული მიწოდების და სტერილური მასალის დროული შევსების კონტროლი;
** მის დაქვემდებარებულ სივრცეებში და პაციენტთან ჰიგიენის ნომრების დაცვა კომპეტენციის ფარგლებში;
** მისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის სწორი და დროული წარმოება;
** ასეპტიკა ანტისეპტიკის წესების დაცვა;
** სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო/ჯანდაცვის ფაკულტეტი);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პაციენტზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
** გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 28 სექტემბერი, 2024 წ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელფოსტაზე: hr@leadermed.ge

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება -"უფროსი ექთანი".

კლინიკა "ლიდერმედი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე