Робота для біженців з України
საოპერაციო/ადმინისტრაციული სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო/ადმინისტრაციული სპეციალისტი
მომწოდებელი: ცურ გრუპი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / ბოლო ვადა: 13 ოქტომბერი
კომპანია "Tsur group" არის ებრაულ-ქართული ჰოლდინგი. ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2020 წლიდან. ჰოლდინგში გაერთიანებულია სხვადასხვა განხრით მოწინავე კომპანიები.

ჰოლდინგში შემავალი კომპანიებია: შპს "არომაკო", შპს "ბიზნეს ლაბორატორია", შპს "ნამი 8", შპს "ინოტეკი", შპს "ლალინი", შპს "ბი იო", შპს "ზიონ ორანჟერია".

ჰოლდინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://tsur-group.com/en

ცურ ჯგუფის საოპერაციო დეპარტამენტი ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს. ვეძებთ ადამიანს, რომელსაც აქვს შემდეგი უნარები: დიპლომატიური კომუნიკაცია, დეტალებზე ორიენტირებულობა, ინიციატივიანი, თვით დისციპლინირებული. მიიღებთ ჰოლდინგის ჭრილში ოპერაციების მართვის და პროექტების მართვის/შესრულების გამოცდილებას. გეძლევათ უნიკალური შანსი დასაქმდეთ ჰოლდინგში, რომლის ყველა ბრენდი ერთმანეთისგან განსხვავდება შინაარსობრივად და თავის განხრაში ყველა მოწინავეა.

კომპანია "Tsur group"-ის გუნდში ვეძებთ ახალ წევრს საოპერაციო/ადმინისტრაციული სპეციალისტის პოზიციაზე!

ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციის მიხედვით).
სამუშაო გრაფიკი: სრული.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას;
** Fitpass.

მოვალეობები:

** კომპანიაში მიმდინარე საოპერაციო პროცესების მართვაში ჩართულობა და მონაწილეობის მიღება;
** შიდა ადმინისტრაციული ბრძანებების, დამტკიცებული პოლიტიკების, ხელშეკრულებების, შეხვედრის პროტოკოლების განახლება/შექმნა;
** ადმინისტრაციულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება (შეხვედრების დაორგანიზება, დოკუმენტების/წერილების მომზადება და ა.შ.);
** კომპანიის ძირითადი საქმიანობის ფარგლებში ოპერაციების უწყვეტობის უზრუნველყოფა;
** პრობლემების და მათი მოგვარების გზების იდენტიფიცირება. საჭიროების შემთხვევაში ზემდგომი რგოლის ინფორმირება;
** მიმდინარე თასქების მონიტორინგი, CRM პროგრამაში მიმდინარე დავალებების შესრულება და ვადების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოპერაციო, პროექტების ან ადმინისტრაციული მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;

თუ ამ ყველაფერს იზიარებ და გინდა ჩვენი გუნდის წევრი გახდე, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@tsur-group.com და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე