Робота для біженців з України
ბეჭდვის შემდგომი სამუშაოსთვის ოპერატორი/მკინძავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბეჭდვის შემდგომი სამუშაოსთვის ოპერატორი/მკინძავი
მომწოდებელი: ფაუნტეინ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / ბოლო ვადა: 13 ოქტომბერი
"ფაუნტეინ ჯორჯია" 1998 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს პოლიგრაფიულ ბაზარზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბეჭდვის შემდგომი სამუშაოსთვის ოპერატორის (მკინძავის) პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაბეჭდილი პოლიგრაფილი პროდუქციის ხელით დამუშავება (დაწებება, დასკოჩვა, აწყობა, აკინძვა).
** თერმული შეწებების დანადგარზე მუშაობა.
** ლამინირების დანადგარზე მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია პოლიგრაფიულ პროდუქციასთან მუშაობის გამოცდილება.
** შესაძლებელია საქმის წარმოების ადგილზე შესწავლაც.

დამატებითი უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** უკონფლიქტო
** დისციპლინირებულობა;
** ორგანიზებულობა;

ანაზღაურება და პირობები:

** ანაზღაურება დამოკიდებულია პრეტენდენტის კვალიფიკაციასა და უნარებზე.
** კომპანიაში დასაქმებულთათვის არსებობს დამატებით ბენეფიტები (ჯანმრთელობის დაზღვევა, დამატებითი საათების ანაზღაურება).

სამუშაო განაკვეთი:

** სრული - კვირის გარდა ყოველდღე დილის 9:00-დან საღამოს 18:00 საათამდე, შაბათს 10:00-დან საღამოს 16:00 საათამდე.
** არასრული - სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია გრაფიკის შეთავსება.

მისამართი: თბილისი, გურამიშვილის გამზ. # 64 (მ. ღრმაღელე)

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: print@fountain.ge

ან დარეკეთ ნომერზე 597144404, 235-40-85 (11:00-18:00)
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე