Робота для біженців з України
სამუშაო სივრცის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამუშაო სივრცის მენეჯერი
მომწოდებელი: წრე
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / ბოლო ვადა: 13 ოქტომბერი
საერთო სამუშაო სივრცე "წრე" აცხადებს ვაკანსიას სამუშაო სივრცის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ ვართ მცირე საერთო სამუშაო სივრცე (ქოვორქინგი) ვერაზე და ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, რომელშიც ჩვენი წევრები პროდუქტიულები იქნებიან და ექნებათ სოციალიზაციის საშუალება.

ძირითადი მოვალეობები:

** დილით სივრცის გამზადება წევრებისთვის (სივრცის მილაგება, ჭურჭლის მრეცხავი აპარატის გამოყენება, ნაგვის გატანა და ა.შ.);
** ბეჩ ბრიუ აპარატით ყავის მომზადება;
** პოტენციურ წევრთათვის სივრცის გაცნობა და წესების ახსნა;
** კითხვების, ან ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში წევრთა/პოტენციურ წევრთა დახმარება;
** სოციალურ/გასართობ ივენთების წარმართვა/მონაწილეობის მიღება.

საჭირო უნარები:

** ინგლისურის ენის თავისუფლად სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** თვითორგანიზირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი, ყველაფერს ადგილზე გასწავლით.

სასურველია:

** IT მიმართულების სტუდენტობა;
** ინტერესი სფეშელთი ყავაში;
** რუსული საუბრის გაგების უნარი.

სამუშაო გრაფიკი:

ორშაბათი-პარასკევი - 10:00-13:00 ფიქსირებული გრაფიკი დილით სივრცის გასამზადებლად და ცვალებადი, სტუდენტის გრაფიკზე მორგებული საათები (კვირაში მაქსიმუმ 20) ზოგ კვირაში სოციალური ივენთებისთვის.

ჩვენი შეთავაზება:

** ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე ასაღები, net salary)
** სტუდენტზე მორგებული გრაფიკი
** კრეატიულობის გამოვლენის საშუალებას და თქვენი იდეების პატივისცემას
** მეგობრულ და სამართლიან სამუშაო გარემოს
** 1 კვირიანი სრულად ანაზღაურებადი ტრენინგი / 2 კვირიანი გამოსაცდელი ვადა

მეტი ინფორმაცია ჩვენი სივრცის შესახებ იხილეთ ჩვენს ვებსაიტზე: tsre.co ან ჩვენს ინსტაგრამ გვერდზე - @tsre.co

ინტერესის შემთხვევაში, გამოგიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: hey@tsre.co
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე