Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მონდე დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / ბოლო ვადა: 13 ოქტომბერი
"მონდე დეველოპმენტი" აცხადებს გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას სამშენებლო ობიექტებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მიმდინარე პროექტის სრულყოფილად შესწავლა
** შესასრულებელი სამუშაოს ეფექტურად დაგეგმარება და დროის სწორად განაწილება
** სატელეფონო ზარების მიღება-განხორციელება
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და შეხვედრების ჩატარება (გაყიდვების მენეჯერს არ უწევს პოტენციური კლიენტების მოძიება-მოზიდვა)
** ობიექტზე მოსული კლიენტებისთვის პრეზენტაციის ჩატარება და ბინის შერჩევა-გაყიდვა
** კლიენტთან მოლაპარაკების წარმოება ხელშეკრულების გაფორმებამდე (საოპერაციო საკითხების მოგვარება, ხელშეკრულების გაფორმება და სხვა მსგავსი ტიპის საკითხები არ ეხება გაყიდვების მენეჯერს)

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი
** კრეატიული აზროვნება
** ორგანიზებულობა
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ინფორმაციის და ინსტრუქციების გაცნობის/ათვისების უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (ნებისმიერ სფეროში)
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე სავალდებულოა

ბენეფიტები:

** უძრავი ქონების გაყიდვების ტრენინგი
** ტელეფონი და ულიმიტო სასაუბრო
** თვის ჭრილში 100-200 პოტენციური კლიენტი კომპანიის მხრიდან
** ანაზღაურება: საშუალოდ 2000-5000 ლარი (ფიქსირებული 800 ლარი + მზარდი საბონუსე სისტემა გეგმის მიხედვით)

ოფისის მისამართები:

** დიღომი, ანდრონიკაშვილის 1 (საქალაქო სასამართლოსთან)
** ვარკეთილის მეორე რიგი (სვანების ბაზრობასთან, ვარკეთილის მეტროსთან)
** სამგორი, მოსკოვის გამზირი 9 (ქვედა სამგორის მეტროსთან)
** აფრიკა, ჭიჭინაძის ქუჩა (ქინძმარაულის ქუჩის გაგრძელება)
** გლდანი, ანგია ბოჭორიშვილის 23

სამუშაო საათები: 11:00-19:00 საათი (5 დღე)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელფოსტაზე: mondeegroup@gmail.com. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე