Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / ბოლო ვადა: 13 ოქტომბერი
სს "ელიტ ელექტრონიქსი" საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელია საქართველოში, რომელიც 1996 წლიდან საქმიანობს და აერთიანებს 18-ზე მეტ მაღაზიას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომპანია მომხმარებელს მომსახურების უნიკალურ სერვისს სთავაზობს. ავეჯისა და ტექნიკის მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასებსა და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს ექსკლუზიურ და პარტნიორ 200-მდე საერთაშორისო ბრენდთან ერთად: Bosch, Gorenje, Apple, Samsung და სხვა.

სს "ელიტ ელექტრონიქსისთვის" ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ასევე ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა წარმოადგეს, რომელიც პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევასთან ერთად შემდგომში მათ კარიერულ ზრდას და განვითარებას გულისხმობს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" აცხადებს ვაკანსია მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება, ტესტირება

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდული ნივთის გატარება
** ნაღდი, უნაღდო, პლასტიკურით, განვადებით, შიდა განვადებით და გადარიცხვით ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა
** საქონლის უკან დაბრუნებისას ფინანსური საბუთების სრულყოფილად შექმნა
** ელექტრონული ანგარიშფაქტურის და ზედნადების გამოწერა
** საგარანტიოს გამოწერა
** საწყობთან კონტაქტი, მისატანი პროდუქციის მისამართების გადაცემა
** მაღაზიის სასაქონლო ნაშთის ფინანსური აღრიცხვიანობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე მინ. 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება
პროფესიული/უმაღლესი განათლება სასურველია

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: jobs@ee.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მიმღები ოპერატორი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე