Робота для біженців з України
მოლარე-რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-რეგისტრატორი
მომწოდებელი: ენმედიცი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / ბოლო ვადა: 13 ოქტომბერი
კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს მოლარე-რეგისტრატორის ვაკანსიას დიდი დიღმის ფილიალში (მირიან-მეფის ქ. N15).

კლინიკა "ენმედიცი" დაარსდა 1996 წელს, ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური განყოფილების ბაზაზე. თანდათან ცენტრის სამედიცინო მომსახურება გაფართოვდა სხვადასხვა კლინიკური დარგების მიმართულებით.

ამჟამად იგი წარმოადგენს ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილ მრავალპროფილურ დაწესებულებათა გაერთიანებას ამბულატორიული და სტაციონარული სერვისებით, მძლავრი ლაბორატორიით.

ამ ეტაპზე ორგანიზაცია აერთიანებს სათავო კლინიკას (წინანდლის ქ. N9) - ამბულატორიულ-სტაციონარული სერვისებით და პოლიკლინიკური ტიპის 4 ფილიალს, ბათუმსა და თბილისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით)
** სამუშაო გამოცდილება სასურველია - (სასურველია 1 წელი სამედიცინო დაწესებულებაში მსგავს პოზიციაზე)
** MS Office-ს კარგი ცოდნა

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** პაციენტის ოპერატიული და თავაზიანი მომსახურება;
** პაციენტების გამოკითხვა, იდენტიფიცირება და მათი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წყაროს გარკვევა.
** პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების ღირებულების შესახებ;
** სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად;
** პირადობის მოწმობის მონაცემების, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისის, საგარანტიო წერილის მონაცემთა ბაზაში შეტანა/გადამოწმება
** სადაზღვევო კომპანიიდან წინასწარი შეტყობინების ან/და მიმართვის ბარათის არქონის შემთხვევაში ინფორმაციის გადამოწმება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაფორმება პირობების შესაბამისად.

დამატებითი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ენერგიული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 17:00-მდე; შაბათი: 09:00 -დან 15:00-მდე
** ანაზღაურება: 900 ლარი ხელზე ასაღები
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მირიან-მეფის ქ. N15 (იმედის კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@enmedic.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

კლინიკა "ენმედიცი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე