Робота для біженців з України
მზა კვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზა კვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ნატურალი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 28 სექტემბერი
"ნატურალი" -ეს ის კომპანიაა, სადაც თანაბრად ვზრუნავთ თანამშრომლის და მომხმარებლის კეთილგანწყობაზე, ვუსმენთ ორივე მათგანს და ვცდილობთ მათი მოთხოვნების გათვალისწინებას ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.

თუ იზიარებთ ჩვენს ფასეულობებს შემოგვიერთდით ჩვენ გვაქვს აქტიური ვაკანსია მზა კვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სამუშაო პირობებს:

** სამუშაო ადგილი: ც. დადიანის N111 და ც. დადიანის N90
** გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 12:00-21:00/14:00-23:00
** ანაზღაურება: 850 ლარი + ბონუსი
** ბენეფიტები: კომპანია გთავაზობთ ასევე კვებით უზრუნველყოფას.

შესასრულებელი საქმიანობა მოიცავს შემდეგს:

** მომხმარებლის დახმარება, როგორც წონის პროდუქციის ასევე ხორცპროდუქტების შეძენის პროცესში.
** საკუთარ სექციაში, ვადიანი ხარისხიანი პროდუქციის ქონა სწორი ფასებით.
** მზა პროდუქციის მაცივრებში დროული მიღება/ჩაბარება განლაგება. ვარგისიანობის კონტროლი
** წარმოდგენილი მზა/ნახევარფაბრიკატი პროდუქციის ფასის სისწორის დაცვა. მომხმარებლისთვის გაცნობა შემადგენლობაზე.
** სისუფთავის და წესრიგის დაცვა საკუთარ სექციაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სასურველია (და თუ არ გაქვთ გამოცდილება გასწავლით თავად.) მთავარია იყოთ კომუნიკაბელური/ მოწესრიგებული და შეგეძლოთ მომხმარებლის თავაზიანი მომსახურება.

გაცნობებთ, რომ შპს "ნატურალი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

თუ ჩვენი პირობები თქვენთვის მისაღებია დაგვიკავშირდით: 599 405116 ან მოგვწერეთ მეილზე: hr@natural.com.ge.

ვაკანსიის განხილვის ვადაა 2024 წლის 28 სექტემბერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე